Tuesday, March 17, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ტრენინგების მონაწილე ვიყავი. შევქმენი და სრული სახით გამოვაქვეყნე ბლოგზე ჩემი პროექტი . მოვისმინე ჩემი კოლეგების პრეზენტაციები, შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.

ზოგადად , ინტელის ტრენინგები ნაყოფიერია. ვუსურვებ წარმატებებს.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე:

Thursday, March 12, 2015

მერვე დღის რეფლექსია


   მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ტრენინგიც იყო საინტერესო. განვიხილეთ კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა. რა თქმა უნდა , მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე სწავლის პროცესს , პირველ რიგში, განსაზღვრავს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და ასევე სასწავლო მასალის შინაარსზე მუშაობის პროცესში წარმოქმნილი ავთენტური კითხვები. ეს გამოცდილება და კითხვის დასმის სხვადასხვა ტექნიკის გაცნობა დამახმარება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში.
დავასრულე პროექტის გეგმის შედგენა, რაც დამეხმარება პროექტის ,,კულტურული მემკვიდრეობა და უძველესი ქართული ქალაქი" განხორციელებაში.
ვისწავლე გაჯეტებზე მუშაობა, გაჯეტების დამატება. ახალი ბლოგის შექმნისას გამოვიყენებ ნაყოფიერად ამ ცოდნას.

Tuesday, March 10, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია


დღევანდელ ტრენინგზე ბლოგში ავტვირთეთ წინა ტრენინგზე შექმნილი მასალები, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი , შეფასების რუბრიკები. ამით ჯგუფის წევრებს საშუალება მოგვეცა გავცნობოდით ერთმანეთის ნამუშევრებს.

მე ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო სწავლის სხვადასხვა  სტილის გაცნობა, შევქმენით დამხმარე შაბლონი მოსწავლეებისათვის, ვისწავლეთ ბლოგზე სლაიდის,  დოკუმენტის ატვირთვა და გამოქვეყნება .

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი

Thursday, March 5, 2015

 მეექვსე დღის რეფლექსია


ტრენინგზე გავეცანი, როგორ გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისებისა და  მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების განვითარებისთვის.
განვიხილეთ ჩემს მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. მე ვფიქრობ, რომ  მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შექმნა დამეხმარება ზუსტი მიმართულებები მივცე მოსწავლეებს კონკრეტული დავალებების შესრულებისას, დავეხმარო პრეზენტაციების მომზადებაში.
შევადგინე  შეფასების რუბრიკა,ამ რუბრიკის მიხედვით მოსწავლეებს ეცოდინებათ , რაში და როგორ შეფასდებიან ისინი პრეზენტაციის დროს.