Thursday, February 26, 2015

მეხუთე სატრენინგო დღე






      მე ვფიქრობ, რომ საინტერესო ტრენინგი მოვისმინეთ. გავეცანით  საავტორო უფლებების კანონმდებლობას და მისი სამართლიანი გამოყენების წესებს განათლების სისტემაში. გაცეცანით როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი, როგორ მოვიძიოთ ინტერნეტრესურსები, რომელთა გამოყენებას შევძლებთ ჩემი პროექტის განხორციელებისას.
გავეცანი საძიებო სისტემებს,რომლებიც დაგვეხმარება ინფორმაციის მოძიების პროცესში.
ვისწავლეთ მულტიმედიარესურსების მოძიება და გამოყენებული მასალის წყაროს ციტირება, რასაც აუცილებლად მოსწავლეებსაც გავუზიარებ.
  შევქმენით გამოყენებული ლიტერატურისთვის დოკუმენტი. დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ვისწავლეთ Power Point-ში მუშაობა.

Tuesday, February 24, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ შინაარსობრივად დატვირთული ტრენინგი იყო.
განვსაზღვრეთ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე როგორ შევაფასოთ  მოსწავლეები. განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია.შევარჩიეთ თითოეული სტრატეგიის მეთოდები.
ვისწავლეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის სტრატეგიის დაგეგმვა, როგორ მოვახდინოთ თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წახალისება, პროგრესის მონიტორინგი, გაგების შემოწმება და მეტაშემეცნების წახალისება, გაგებისა და უნარების დემონსტრირება.