Saturday, November 28, 2015

მეოთხე შეხვედრის ამსახველი მასალა

მეოთხე  შეხვედრა

    მეოთხე  შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებს, ჯგუფების მიხედვით, გადმოეცათ ძალისას შესახებ  მიღებული ისტორიული ინფორმაცია და არქეოლოგიურ ძეგლზე ჩატარებული კვლევის შედეგები,     გაეცნობიერებინათ  საკუთარი როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში;

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.









მესამე შეხვედრის ასახველი მასალა

                                                  მესამე შეხვედრა

მოსწავლეები, ჯგუფების მიხედვით, ამუშავებდნენ საველე კვლევის შედეგებს,  ინტერნეტით თუ დამხმარე ლიტერატურიდან მოძიებულ მასალას , და პრეზენტაციისთვის სლაიდ შოუს სახით ამზადებენ.

მოამზადეს დასურათებული კედლის გაზეთი.

.

მეორე შეხვედრის ამსახველი მასალა


მეორე შეხვედრა (საველე კვლევა)


     მეორე შეხვედრა გაიმართა ძალისას ნაქალაქარზე . შეხვედრის მიზანი იყო საველე
კვლევის ჩატარება უძველესი ქალაქის ტერიტორიაზე,  მოსწავლეების   ძეგლის ტერიტორიაზე ორიენტირება,  ისტორიული და არქიტექტურული კონტექსტის აღქმა, მოსწავლეთა დაკვირვებისა და კვლევა-ძიების უნარის სტიმულირება;
ნაქალაქარის დათვალიერებაში მოსწავლეებს დაეხმარა არქეოლოგი დავით სულხანიშვილი.











პირველი შეხვედრის ამსახველი მასალა

პირველი შეხვედრა

     პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრის მიზანი იყო   მოსწავლეთათვის ცნობისმოყვარეობის გაღვიძება მატერიალური კულტურული ძეგლის მიმართ,  ინფორმაციის მიწოდება  უძველესი ქალაქის -ძალისას შესახებ  და ეპოქის მოკლე ისტორიული მიმოხილვა;
   სლაიდ სოუს დახმარებით ხელოვნების პედაგოგმა შეახსენა ნასწავლი მასალა უძველესი ქალაქების შესახებ, ხოლო ისტორიის მასწავლებელმა ,აგრეთვე , სლაიდ შოუს დახმარებით მიაწოდა მოსწავლეებს ინფორმაცია უძველესი ნაქალაქარების ძალისას შესახებ, მისი აღმოჩენისა და ეპოქის შესახებ. 
მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, წინასწარ გავამზადე  პუბლიკაციები (ბუკლეტები) ძალისას შესახებ და  დავურიგე მოსწავლეებს.(პუბლიკაცია იხილეთ სასწავლო პროექტებში).
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, შემდეგ პედაგოგებისგან მიიღეს მითითებები მეორე შეხვედრის შესახებ ანუ საველე კვლევისთვის საჭირო მასალის მომზადების შესახებ.







Add caption

Tuesday, March 17, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ტრენინგების მონაწილე ვიყავი. შევქმენი და სრული სახით გამოვაქვეყნე ბლოგზე ჩემი პროექტი . მოვისმინე ჩემი კოლეგების პრეზენტაციები, შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.

ზოგადად , ინტელის ტრენინგები ნაყოფიერია. ვუსურვებ წარმატებებს.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე:

Thursday, March 12, 2015

მერვე დღის რეფლექსია


   მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ტრენინგიც იყო საინტერესო. განვიხილეთ კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა. რა თქმა უნდა , მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე სწავლის პროცესს , პირველ რიგში, განსაზღვრავს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და ასევე სასწავლო მასალის შინაარსზე მუშაობის პროცესში წარმოქმნილი ავთენტური კითხვები. ეს გამოცდილება და კითხვის დასმის სხვადასხვა ტექნიკის გაცნობა დამახმარება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში.
დავასრულე პროექტის გეგმის შედგენა, რაც დამეხმარება პროექტის ,,კულტურული მემკვიდრეობა და უძველესი ქართული ქალაქი" განხორციელებაში.
ვისწავლე გაჯეტებზე მუშაობა, გაჯეტების დამატება. ახალი ბლოგის შექმნისას გამოვიყენებ ნაყოფიერად ამ ცოდნას.